მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 45:4

3. იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. სელა.4. მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.5. ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.
ფსალმუნები თავი 45
4. მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.
ფსალმუნი 45-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს, დაფარულთათჳს ფსალმუნი“ ().

„ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.“ ().

„ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა.“ ().

1. ღვთის შეწევნა და განგების მდინარე

წინასწარმეტყველი ჩვეულ სიბრძნეს მიმართავს: მსმენელს ცხოვრებისეულ საქმეებს აშორებს და ზეგარდამო სასოებამდე აღამაღლებს. ნუ დამიწყებ, ამბობს იგი, იარაღის, ზღუდეებისა და თხრილების ხსენებას; ნურც ფულის სიმრავლეს, საომარ გამოცდილებასა და ცხენთა სიმრავლეს; ნურც მშვილდებს, ისრებსა და ჯავშნებს; ნურც მოკავშირეთა სიმრავლესა და მეომართა მწყობრებს; ნურც სხეულის ძლიერებას და მტრებთან ბრძოლის გამოცდილებას. ეს ყოველივე ობობას ქსელსა და ჩრდილზე უძლურია. მაგრამ თუ გსურს იხილო უძლეველი ძალი,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის