...იყოს და არა განეღოს, და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მიერ, და იყოს დაჴშულ“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს იტყოდა დავით: „წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან, ღმერთი მის შორის, და იგი არა იძრას უკუნისამდე“; ესე არს, რომელსა მანვე „კიდობნად სიწმიდისა“ სახელ-სდვა. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი იაკობ კიბედ იხილა ზეცად აღწევნულად და თქუა, ვითარმედ: „საშინელ არს ადგილი ესე“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი მოსე მაყულად შეუწუველად იხილა, რომელსა შორის ცეცხლი ეგზებოდა, და მაყუალი იგი არა შეიწუვოდა; ესე არს, რომელსა სოლომონ „ცხედრად მეუფისა“ და „წყაროდ დაბეჭდულად“ სახელსდვა. გულისჴმა-ყო იოსებ ყოველი იგი ქადაგებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ განიღჳძა ძილისა მისგან უმეცრებისა და განაგდო საბურველი იგი, რომელი ძეს გულსა ზედა ჰურიათასა, და მიითუალა გონებითა მსახურებაჲ ქალწულისაჲ მის და წარიყვანა ცოლი თჳსი. იხილეა ესეცა, ვითარ პირველ შობისა ზედაჲსზედა ცოლად მისა სახელ-სდებს? რამეთუ...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.2. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.3. იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. სელა.4. მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.5. ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.6. ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.7. ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.8. მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.9. შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.10. შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.11. ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.