მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 46:4

3. დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.4. ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.5. ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.
ფსალმუნები თავი 46
4. ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.
ფსალმუნი 46-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს ფსალმუნი“ ().

„ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისათა.“ ().

„რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა.“ ().

1. წარმართთა სიხარული და გამარჯვების ღაღადი

ამავე თემას უკავშირდება ეს ფსალმუნიც: იგი მტრებთან ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებებსა და აღმართულ ძლევის ნიშნებზე ლაპარაკობს და მთელ სამყაროს მომხდარის გამო ქებისკენ მოუწოდებს. მაგრამ, შეიძლება, ზოგს ეჩვენოს, რომ შესავალი და ასეთი მოწოდება — ტაში, ხმაური და ყიჟინა — სულიწმინდის შეგონებას არ შეეფერება. ასეთი რამ, იტყვის ვინმე, ალბათ არ შეჰფერის ამ პატივსადებ სასწავლებელში შეკრებილებს; სცენასა და ნადიმებში გართულთ უფრო ჩხარუნი და ხელის ცემა შეეფერებათ, ხოლო სულიწმინდის მადლით განსწავლულ კაცებს — სიმშვიდე და წესრიგი....

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის