მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 48:11

10. რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.11. გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.12. ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
ფსალმუნები თავი 48
11. გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.
ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი“ ().

„ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა.“ ().

„ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.“ ().

1. საყოველთაო მოწოდება და ბუნების საერთოობა

დიდსა და გამოუთქმელ რამეებზე აპირებს ახლა ჩვენთან საუბარს წინასწარმეტყველი. თორემ დედამიწის ყოველი კუთხის მკვიდრთ არ მოუხმობდა მოსასმენად და არც მთელ სამყაროს დასვამდა კრებულად, ჩვენთვის რაიმე დიდი, ბრწყინვალე და ამ შეკრების სიდიადის ღირსი რომ არ ჰქონოდა სათქმელი. იგი უკვე აღარ ესაუბრება იუდეველებს ისე, როგორც პალესტინაში მცხოვრებთ უწინასწარმეტყველებდა; არამედ, როგორც რომელიმე მოციქული და მახარებელი, სიტყვას ადამიანთა მთელ ბუნებას მიმართავს. რადგან რჯული მსოფლიოს ერთ კუთხეში ასწავლიდა ერს; ხოლო...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის