1.გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,2.უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.3.ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.4.ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,5.რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს შემომეხვევა?6.თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.7.ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.8.ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე.9.რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.10.რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.11.გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.12.ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.13.ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ.14.ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;15.ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.16.არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.17.რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.18.თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.19.მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.20.ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
1. ლოტის სტუმართმოყვარეობა და სათნოების ძალა (19:1):
...მცა ვინანებთ, მაგრამ უკვე ვერანაირ სარგებელს ვეღარ მივიღებთ. და, რომ ამაში დარწმუნდე, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" ()? და კიდევ: „ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნეს კაცმან?" ()? არავინ, ამბობს, იქ ვეღარ იხსნის ადამიანს, საკუთარი უზრუნველობით დაღუპულს, თუნდაც ძმა იყოს, თუნდაც მამა ან დედა. და რას ვამბობ: ძმა, მამა და დედა? თავად მართლებიც კი, რომლებმაც დიდი კადნიერება მოიპოვეს ღვთის წინაშე, მაშინ ვერ შეძლებენ ჩვენს დახმარებას, თუ ახლა უზრუნველობას მივეცემით. თუ, ნათქვამია, ნოე, იობი და დანიელი დადგნენ, ძეთა და ასულთა თვისთა ვერ იხსნიანო (იეზ 14:18). შენიშნე ამ მუქარის ძალა, — და ის, რა მართლები წარმოადგინა წერილმა მაგალითად. სწორედ ამ მართლებმა თავის დროზე სხვებისთვის ცხონების შუამავლებად იმსახურეს: ისე, ნოემ, როცა საშინელმა წარღვნამ ქვეყნიერება დაფარა, თავისი ცოლი და ძეები გადაარჩინა; ამგვარადვე იობი სხვებისთვის ცხონების მიზეზი იყო; ხოლო დანიელმა ბევრი იხსნა სიკვდილისგან, როცა სასტიკმა მბრძანებელმა ნაბუქოდონოსორმა, ზებუნებრივ მოვლენებს რომ იკვლევდა, ქალდეველთა, მოგვთა და მისანთა მოკვლა ბრძანა (...
სწავლაჲ იბ კეთილად ცხორებისათჳს და საუკუნოჲსა საშჯელისათჳს:
...ვემთხჳნეთ და განვერნეთ მდინარესა მას ცეცხლისასა, რომელი დიოდის საშინელითა ოხრითა წინაშე საყდრისა მის დიდებულისა. რამეთუ რომელი მუნ შთავარდეს ერთგზის, არღარავინ იჴსნის მიერ, ვერცა მამაჲ, ვერცა დედაჲ, ვერცა ძმანი, ვითარცა თჳთ წინაჲსწარმეტყუელნი ღაღადებენ; რამეთუ დავით იტყჳს: „ძმამან ვერ იჴსნას, კაცმან იჴსნასა?“ ხოლო ეზეკიელ ამისა უმეტესიცა თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ დადგენ ნოე, იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ იჴსნნენ“. რამეთუ მუნ ერთი ოდენ შეწევნაჲ არს ჩუენი, - საქმეთა ჩუენთა მიერ კეთილთა, - და რომელსა იგი შეწევნაჲ არა აქუნდეს, სხუაჲ არარაჲ ეპოების მას.
ამას უკუე ვიჴსენებდეთ მარადის და განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა კადნიერებით ვიხილოთ უფალი და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:
...იდისა სათნოებისაჲ, ვითარ ჩუენგანნი მრავალნი განსამართლებელად თავისა თჳსისა იტყჳან თჳსებასა და ძმობასა ანუ შვილებასა კაცთა მარ-თალთასა? არამედ არარაჲ ამის ესევითარისა გულისსიტყჳსაგან გუერგების ჩუენ, უკუეთუ არა ვიღუაწოთ აღსრულებად მცნებათა. ამისთჳს იტყჳს წინაწარმეტყუელი: „ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნასა იგი კაცმან?“ ვერვინ გჳჴსნის, უკუეთუ ჩუენცა არა გუაქუნდეს ნაყოფი სინანულისაჲ, არცა თუ მოსე იყოს, გინა სამოელ, გინა იერემია. და ისმინე, რაჲ მიუგო უფალმან იერემიას: „ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს“, რამეთუ არა ვისმინო შენი; და რად გიკჳრს, უკუეთუ შენი არა მესმის? დაღაცათუ მოსე ანუ სამოელ მევედრებოდეს, არავემცა ვისმინე მისი; ; (14,11); (15,1) დაღაცათუ ეზეკიელ ევედრებოდის, არა ესმას მას; აღ-თუ-დგენ ნოე და იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ განარინნენ; დაღაცათუ აბრაჰამ მამათმთავარი ევედრებოდის უკურნებელად ცოდვილთათჳს და არამოქცეულთა სინანულად, არავე ისმინოს მისი; დაღაცათუ სამოელ იყოს, ჰრქუას მას: „ნუ იგლოვ საულისთჳს“; დაღაცა-თუ დისათჳს ვინ ევედრებოდის...