..."** (); ხან ცხენებს, ავხორცობისთვის: „ცხენებ დედალთმბორგელ იქმნენ, თითოეული ცოლსა მოყუსისა თჳსისასა შეჰჴჳოდა" (); ხან სახედრებს, უგუნურებისა და სისულელისთვის: „ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (); ხან ლომებსა და ავაზებს, ხარბობისა და მტაცებლობისთვის; ხან ასპიტებს, ვერაგობისთვის: „გესლი, — ამბობს, — ასპიტთა ბაგეთა მათთა" (); ხან გველებსა და იქედნეებს, შხამიანობისა და ბოროტებისთვის, როგორც ნეტარი იოანეც ღაღადებდა: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა" ()? სხვა, ვნებების შესაბამის სახელებსაც აძლევს ადამიანებს, რომ ამით მაინც შერცხვეთ და ოდესმე (ადამიანთათვის) თანდაყოლილ კეთილშობილებას დაუბრუნდნენ, თავიანთ ძმებთან შერიგდნენ და ღვთის სჯულს უპირატესობა მიანიჭონ იმ ვნებებზე, რომელთაც უზრუნველობით მიეცნენ.
4. ადამიანის შექმნა მტვრისგან (2:7)
არ ვიცი, სიტყვის დინებამ როგორ მიგვიტაცა აქეთ. დავუბრუნდეთ, ბოლოსდაბოლოს, საგანს და ვნახოთ, კიდევ რისი სწავლება სურს ჩვენთვის დღეს ამ ნეტარ წინასწარმე...