მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 48:18

17. რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.18. თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.19. მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.
ფსალმუნები თავი 48
18. თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ლივე იქაური მტკიცეა, არავითარი ცვალება არ არის; აქაური კი ყველაფერი იცვლება და გარდაქმნას ექვემდებარება, ყველაფერი გარდაიქმნება. რა გსურს? დიდება? ამბობს: „არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა“ (); ხშირად კი ცოცხალსაც არ რჩება. მაგრამ სათნოებისანი ასეთი არ არის, არამედ ყოველი რჩება. აქაური კაცი, რომელიც თანამდებობის გამო სახელოვანია, როცა სხვა დაიკავებს მის თანამდებობას, უმნიშვნელო ხდება და ერთ-ერთი მართულთაგანი; მდიდარი კი, თუ ყაჩაღები დაესხმიან თავს, ან ცილისმწამებლები და მზაკვრები, უცებ ღარიბი ხდება. მაგრამ ჩვენთან ასე არ არის: უმანკო კაცი, თუ საკუთარ თავს გაუფრთხილდება, ვერავინ შეძლებს, მისი უმანკოება წაართვას; ვინც საკუთარ თავს განაგებს და ფლობს, ვერავინ აქცევს რიგით კაცად და მართულად.

ხოლო რომ ეს ხელმწიფება იმაზე უფრო დიდია, განხილვით შეიტყვე. რა სარგებელია, მითხარი, მთელ ხალხებზე ბატონობდე და ვნებების მონა იყო?...

სრულად ნახვა
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...და ნეტარ ვუწოდოთ მათ, როცა გავიაზრებთ, რამდენ სიკეთეს მიიღებენ მაშინ, რაოდენ დიდებასა და რაოდენ ნათელს ეზიარებიან. აქაური დიდება არარაობაა და არამტკიცე; და თუ დარჩა კიდეც, სიკვდილამდე რჩება, შემდეგ კი სრულიად ქრება, რადგან ამბობს: „არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა“ (); მრავალს კი აქაც ბოლომდე არ შერჩენია; ხოლო იმ დიდებაზე ასეთი რამის ეჭვიც შეუძლებელია, არამედ სრულიად საწინააღმდეგოა: იგი რჩება და არასოდეს ექნება დასასრული. რადგან ღვთისანი ასეთნი არიან: მყარნი, ყოველგვარ ცვლილებასა და დასასრულზე აღმატებულნი. მაშინ დიდება გარეგანისგან კი არ იქნება, არამედ შინაგანისგან. რასაც ვამბობ, აი ეს არის: მაშინ დიდება არც ძვირფასი სამოსისგან, არც მსახურთა სიმრავლისგან და არც ეტლებისგან წარმოიქმნება, არამედ მათ გარეშეც თვით კაცი იქნება დიდებით შემოსილი. ახლა კი, თუ ეს ყველაფერი მოაკლდა, დიდებისგან შიშველი დარჩება; იქ კი ასე არ იქნება. აბანოებში ხომ შიშვლად ვხედავთ პატივიანებსაც და უპატიოებსაც, და უვარგისებსაც ვხედავთ. ...

სრულად ნახვა