მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 48:2

1. გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,2. უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.3. ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.
ფსალმუნები თავი 48
2. უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 7. „და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალნი სულთა ცხოველთანი" (დაბ 1:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. შექმნის წესრიგი და კერპთაყვანისმცემლობის სისულელე:

.... და რას ვამბობ უგუნურ ცხოველებზე? ამ ადამიანთაგან ბევრი ისეთ უგუნურებამდე და სიშმაგემდე მივიდა, რომ ნიორსა და სხვა უმნიშვნელო ნივთებს ღვთის პატივს მიაგებდა. ასეთ ადამიანებზე მიუთითებს წინასწარმეტყველი და ამბობს: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (). გონებით დაჯილდოებული, ამბობს, და ასეთი სიბრძნით მოსილი — უტყვებს დაემსგავსა, და შეიძლება მათზე უარესიც გახდა. ის (უტყვები), როგორც უგუნური არსებანი, სასჯელს არ მიიღებენ; ხოლო გონებით დაჯილდოებული, თუ მათ უგუნურებამდე დაეცემა, მძიმე სასჯელს მიიღებს იმისთვის, რომ ასეთი ქველმოქმედების მიმართ უმადური აღმოჩნდა. ამიტომ, ბოლოს, (წარმართებმა) ქვებსა და ხეებსაც ღმერთები უწოდეს და ეს ხილული სტიქიებიც გააღმერთეს: ერთხელ რომ სწორი გზიდან გადაუხვიეს, უფსკრულისკენ წავიდნენ და მანკიერების უფსკრულში ჩავარდნენ.

7. სათნო ცხოვრებით ღვთის დიდება და მოყვასთა ცხონება

ხოლო ჩვენ, ამის ყოველივეს მიუხედავად, არ უნდა დავკარგოთ მათი ცხონების იმედი, არამედ ვაკეთოთ ჩვენზე დამოკიდებული: ველაპარაკოთ მათ სრული გულმოდგინებითა და მოთმინებით, ავუხსნათ მათი ცთომილების სისულელე და მისგან მომდინარე დიდი ზიანი; ოღონდ არასოდეს დავკარგოთ მათი ცხონების იმედი. სავ...

სრულად ნახვა