მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 5:4

3. უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები.4. რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.5. ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია.
ფსალმუნები თავი 5
4. რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა მკჳდრისათჳს, ფსალმუნი დავითის“ ().

1. სულიერი სამკვიდროს პირობები და აღთქმული საზღაური

ჯერ ვნახოთ, რა არის ეს სამკვიდრო და გვეკუთვნის თუ არა ის ჩვენც; შემდეგ კი — ის დრო, როცა იგი გვეძლევა. მართლაც შეუსაბამოა: როცა ფულის ანდერძის ამბავს გატყობინებენ, თითქოს ეს წილი ჩვენ გვეკუთვნოდეს, მაშინ იკვლევთ და თავს იწუხებთ, საბუთებს ეძებთ, ვერცხლს იხდით, ქაღალდებს ეცნობით, ჩაწერილს იწერთ და ყოველგვარ გულმოდგინებას იჩენთ; აქ კი, როცა წინ სულიერი ანდერძებია დადებული და ყველა წიგნი გახსნილია, გულგრილნი და მოდუნებულნი ხართ, თანაც მაშინ, როცა სამკვიდრო გრძნობადი არ არის. მაშ, მივუახლოვდეთ, გავხსნათ საბუთები, ჩავიხედოთ ჩაწერილში და ვნახოთ, რა პირობებით დაგვეტოვა ეს წილი და როგორია ამ წილის ბუნება. რადგან წილი უბრალოდ კი არ დაგვიტოვა, არამედ გარკვეული პირობით. რომელ პირობაზე? <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის