მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 57:4

3. გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი.4. მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.5. რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.
ფსალმუნები თავი 57
4. მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).:

...ტებაჲ იგი ქადაგებისაჲ მის წინაწარმეტყუელთაჲსა, რომლისაგან უცხო იქმნეს იგინი, სცთებოდეს საშოჲთგან, იტყოდეს სიცრუესა. გულისწყრომაჲ მათი მსგავს არს გუელისა მის, ასპიტისა ყრუჲსა, რომლისანი დაყოფილ არიან ყურნი მისნი; არა ესმინ მას ჴმაჲ მსახრვალისა ჴელოვანისა, არცა მიიღის წამალი წამლისმცემელისაგან ბრძნისა“ ), ესენი კუალად წინააღმიდგებიან და ბადეთა დამირწყვენ უუძლურესთა ქსელთა დედაზარდლისასა და იტყჳან, ვითარმედ: სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“, ; ზორობაბელისთჳს თქუმულ არსო. აწ უკუე ვჰკითხოთ ყრუთა მათ ასპიტისა მსგავსთა, თუ რომელი შეწყობილებაჲ აქუს სიტყუასა ამას ზორობაბელისთჳს, ვითარმედ: „გამოსავალნი მისნი დასაბამითგან დღეთაგან საუკუნეთა“, ანუ ვითარ მოეზავოს მას სიტყუაჲ ესე, თუ: „შენგან გამოვიდეს, ბეთლემო, მთავარი“? ვინაჲთგან ზორობაბელ არა ჰურიასტანს, არამედ ქუეყანასა ბაბილოვნელთასა იშვა, ამისთჳსცა ზორობაბელ ეწოდა, რომელ ითარგმანების „თესული ბაბილონს“, ვითარცა უწყიან, რომელთა უსწავიეს ენაჲ ასურასტანელთაჲ; ვითარ უკუე მოეზავოს მას სიტყუაჲ წინაწარმე...

სრულად ნახვა