...(ადამიანს). სხვაგან კი: „გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა" (). აქ მათ გულისხმობს, ვინც ამ მხეცის (ასპიტის) მზაკვრობასა და ეშმაკობას მიბაძავენ. კვლავ სხვებს მუნჯ ძაღლებს უწოდებს (ეს 56:10–11) და კვლავ ამბობს: „ვითარცა ასპიტსა ყრუსა, რომელსა დაეყუნიან ყურნი მისნი" (), მათ გულისხმობს რა, ვინც სათნოების სწავლებისთვის ყურებს იხშობენ. ბევრი სახელი შეიძლება იპოვო, რომლებსაც საღვთო წერილი ადამიანებს აძლევს, რომლებიც დაუდევრობით საქონლის ვნებებში ჩავარდნენ. ეს არა მხოლოდ ძველ აღთქმაში, არამედ ახალშიც ჩანს. ისმინე, რას ეუბნება იოანე ნათლისმცემელი იუდეველებს: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?" (). ხედავ, აქაც მათი ნების სიცბიერე მხეცის სახელით როგორ აღნიშნა? რა შეიძლება იყოს უბედურთაგან უბედურესი, ვიდრე უღმრთოებას მიცემული ადამიანები, როცა ისინი ადამიანის სახელსაც კარგავენ და მით უმეტეს სასჯელს ღებულობენ იმის გამო, რომ, ბუნებისგან მრავალი საშუალება მიიღეს (სათნოებისთვის), არ ისარგებლეს მათით, თავიანთი ნებით დაეცნენ (სიმაღლიდან) და უღმრთოებისკენ მიბრუნდნენ? ამრიგად, როცა (ნოეს) თანამედროვენი (ადამიანის) სახელის უღ...
ფსალმუნები 57:5
4. მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.5. რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.6. ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!
ფსალმუნები თავი 57