მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 6:8

7. დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.8. განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.9. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
ფსალმუნები თავი 6
8. განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“ ().

1. ღვთის უვნებობა და შეწყალების ღირსება

როცა ღვთის მიმართ გულისწყრომასა და რისხვას გაიგონებ, ნურაფერს კაცობრივს იეჭვებ, რადგან ეს დამდაბლების სიტყვებია. რადგან ღვთაება ყოველივე ამისგან თავისუფალია. ასე კი იმიტომ საუბრობს, რომ უხეშთა გონებას მისწვდეს. ჩვენც ხომ, როცა ბარბაროსებთან ვსაუბრობთ, მათ ენას ვიყენებთ; და თუ ბავშვს ველაპარაკებით, მასთან ერთად ტიტინს ვიწყებთ და, თუნდაც ათასგზის ბრძენნი ვიყოთ, მის სიმდაბლემდე ჩამოვდივართ. და რა არის საკვირველი, თუ ამას სიტყვებით ვაკეთებთ, მაშინ როცა საქმეებითაც ასე ვიქცევით: ბავშვის გამოსასწორებლად ხელებს ვიკბენთ და გულისწყრომას მოვაჩვენებთ? ასევე ღმერთიც, როცა უხეშთა გონებას მისწვდეს სურს, ასეთ სიტყვებს იყენებს. <span...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. დავითის სასოება და შესმენილი ლოცვა:

...ითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო“** (); „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა“ (); „განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი,“ (); „განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი“ ().

4. მართალი ლოცვა და შურის არძიება

რადგან ყოველივე ეს საკმარისია, რომ ღმერთი მოიზიდოს: გოდება, ცრემლები, კვნესა, ბოროტთაგან განდგომა და მისი განაჩენის შიში და ძრწოლა. სხვაგანაც ამბობდა: „ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე“ (). რადგან შესმენა ასე ხდება: პირველად, როდესაც მიღების ღირსნი ვართ; შემდეგ, როდესაც ღვთის რჯულთა თანახმად ვლოცულობთ; მესამედ, როდესაც გამუდმებით ვლოცულობთ; მეოთხედ, როდესაც არ ვითხოვთ არაფერს ამქვეყნიურს; მეხუთედ, როდესაც სასარგებლოს ვეძიებთ; მეექვსედ, როდესაც ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ. მაშ, იხილე, რამდენი კაცი იქნა ასე შესმენილი: კორნელიოსი თავისი ცხოვრებით; სიროფინიკიელი ქალ...

სრულად ნახვა