...მესამე - როგორ აჩვენებს მოციქულთა თავი, რომ ფსალმუნი იუდაზე ითქვა; უფრო სწორად, არა მთელი ფსალმუნი, არამედ ფსალმუნის ნაწილი.
რადგან ამბობს: ფსალმუნთა წიგნში წერია: „იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი;“ (; ). მაგრამ ეს კვლავ სხვა საკითხს გვიჩენს: ორივე ეს ადგილი ამ ფსალმუნში არ წერია; ამიტომ პეტრეს არ უთქვამს „ეს ფსალმუნი“, არამედ მთელი წიგნი ახსენა. რადგან „იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკჳდრი;“ () სხვა ფსალმუნშია, ხოლო ამაშია: „განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.“ (). მაგრამ პეტრემ მაინც ორივე ერთ მოწმობად შეკრიბა. ამას პავლეც ყველგან აკეთებს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: **„მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათ...