მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 7:12

11. ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.12. მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.13. მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
ფსალმუნები თავი 7
12. მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სამსჯავრო, სულგრძელება და მომავალი ანგარიში:

...მარჯუენე შენი“** () და „სიმართლენი შენი, ვითარცა მთანი ღმრთისანი“ (), იქ ნუთუ სიმართლის არავითარი ანგარიში არ არის?

და როგორ ითმენს „ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ“ (), და სასჯელებს არ ითხოვს? აი, აქ გაქვს მიზეზი: სულგრძელია, ამბობს, და სულგრძელებით სინანულისკენ გიზიდავს; ხოლო თუ ჯიუტად დარჩები, „ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა“ (). ამრიგად, თუ მართალია, ღირსებისამებრ მიუზღავს და უსამართლოდ დატანჯულებს შურისგების გარეშე არ დატოვებს; რადგან ეს მართლის საქმეა. თუ ძლიერია, სიკვდილის შემდეგაც მიუზღავს და აღდგომისასაც; რადგან ეს ძლიერის საქმეა. ხოლო თუ სულგრძელია და ამიტომ ითმენს, ნუ ავშფოთდებით და ნურც ვიტყვით: „რატომ არ სჯის აქვე?“ რადგან ეს რომ ხდებოდეს, ადამიანთა მოდგმა ადრევე წარტაცებული იქნებოდა, ყოველდღე რომ...

სრულად ნახვა