...დავითიც ამბობს იმ ფსალმუნს, არა საკუთარი პირით ამბობს, არამედ კოჭლობით შეპყრობილთა განცდებს გადმოსცემდა, როცა ასე ამბობდა: „ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს“ ()! „ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი“ (); იგი ამას ფეხებისა და ნაბიჯების შესახებ კი არ ამბობს, არამედ კოჭლი გულისსიტყვების შესახებ. შემდეგ მიზეზსაც ურთავს და ამბობს: „რამეთუ ვეშურე უშჯულოთა“ (), ესე იგი, ხედავდა, რომ ბარბაროსები წარმატებულნი იყვნენ, იუდეველთა საქმეები კი დამდაბლებული. და კოჭლობის რა სახეს გულისხმობს? „და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ჴელნი ჩემნი“ (). და საიდან მივიდა იგი ასეთი სიტყვის თქმამდე, თვითონ ამბობს: „აჰა, ესერა, ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე“ ()....
ფსალმუნები 72:2
1. ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.2. მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები.3. რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
ფსალმუნები თავი 72