...ნაფიცხა და მისცა“, რამეთუ იგი ნეფსით თჳსით არა თუ ოდენ არა მიგუცემს, არამედ და-ცა-არავე-გჳტეობს; და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „არა ცოდვანი თქუენნი განგყოფენ ჩემგან?“ და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს“; და ოსე წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „დაივიწყე შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, დაგივიწყო მეცა“; და თავადი უფალი იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და თქუენ არა ინებეთ!“ ; და ესაია კუალად იტყჳს: „მოვედ, და არა იყო კაცი, უწოდე, და არა იყო, რომელმანმცა მისმინა“. ხოლო ამას ყოველსა იტყჳან, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ დასაბამსა ღმრთისა დატევებისასა და მიზეზ ვიქმნებით წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ ღმერთსა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდეს, მასცა არა ნებსით, არამედ უნებლიაჲთ იქმს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ“;
ფსალმუნები 72:27
26. ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.27. რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე განგიდგება.28. ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.
ფსალმუნები თავი 72