მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 9:30

29. დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.30. მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.31. თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
ფსალმუნები თავი 9
30. მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი“ ().

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,“ ().

1. მადლიერება ჭირში და ღვთის საკვირველებათა თხრობა

ეს ფსალმუნი გრძელია. ესეც სულიწმინდის სიბრძნის ნიშანია. რადგან არც ყველა მოკლე შექმნა და არც ყველა სიგრძეში განავრცო, არამედ წიგნი ზომითაც გაამრავალფეროვნა: სიგრძით უდებებას აღვიძებს, სიმოკლით კი დაღლილობას ასვენებს. „აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,“ (). აღსარების სახე ორგვარია. ან საკუთარი ცოდვების მხილებაა, ან ღმერთისადმი მადლიერება. აქ კი სწორედ მადლიერებას აღნიშნავს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის