1.გუნდისლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითისფსალმუნი. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.2.ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.3.ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე.4.რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.5.განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.6.მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.7.ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.8.და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.9.უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.10.შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.11.უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.12.რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.13.შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.14.რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.15.ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.16.ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.17.დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.18.სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი.19.აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე.20.უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. სელა.21.რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.22.ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.23.რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.24.ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.25.გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.26.თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.27.მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.28.ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.29.დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.30.მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.31.თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.32.აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.33.რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.34.უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.35.გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.36.უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.37.უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;38.გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
...ამრიგად, როგორც ჯდომა არ არის სხეულებრივი, ასევე არც აღდგომაა; არამედ იქ სიმტკიცეა ნაგულისხმევი, აქ კი — სასჯელის მიმგებლობა და განმლეველი ძალა. ზოგჯერ კი ჯდომა განკითხვის მნიშვნელობასაც გამოხატავს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო“ (); და დანიელი: „საყდარნი დაიდგნეს“ () და „წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს“ ().
არის სამეფო მნიშვნელობაც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ ().აქედანვე ჩანს, რომ „დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ () თანასწორ პატივს აჩვენებს.და რას ნიშნავს „რისხვითა შენითა“ ()?ესეც კვლავ ღვთისშესაფერისად უნდა გავიგოთ.რადგან ღმერთის რისხვ...
..., რას ამბობს? „ვიხილე უფალი მჯდომარე“ ().საყდარზე ჯდომა მუდამ სამსჯავროს სიმბოლოა, როგორც დავითი ამბობს:„დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო“ ().და დანიელიც: „საყდარნი დაიდგნეს“ და „დაჯდა სამსჯავრო“ ().ხოლო თვით უბრალოდ ჯდომა, წინასწარმეტყველის თქმით, სხვა რამის სიმბოლოა.კერძოდ, რისი?მტკიცის, მუდმივის, დამყარებულის, უცვალებლის, დაუსრულებლის, უსაზღვრო სიცოცხლისა.ამიტომ ამბობს: „რამეთუ შენ მჯდომარე ხარ საუკუნოდ, და ჩუენ წარწყმედილნი საუკუნოდ“ ().შენ, ამბობს იგი, ჰგიე, არსებობ, ცოცხლობ და მარად იმავე ხარ.ხოლო რომ იგი სავარძელზე არ ლაპარაკობდა, ეს დაპირისპირებამ ცხადყო....
...საკუთარი თავის წინააღმდეგ შევეწიოთ და მათ, ვინც ჩვენს სულს ამწუხრებს და ავიწროებს, სიხარული და მხიარულება მოვუმზადოთ! იხილე, რამდენი უჯერო რამ არის.როცა მტრის დამარცხება გვმართებდა — რადგან ნათქვამია: „მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად“ (), და უღმრთო დაიღუპა — როცა გამარჯვება გვმართებდა, ვმარცხდებით. და არა მხოლოდ ეს, მას ძლიერად და მტკიცედ წარმოვაჩენთ; არც ამით შემოიფარგლება ჩვენი მძვინვარება და უკიდურესი სნეულება, არამედ მის სიხარულსა და მხიარულებასაც ვამზადებთ.ჭეშმარიტად, უკიდურესი სიმთვრალე და უკიდურესი ბოროტებაა ცოდვა.
„მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა“ ().წინასწარმეტყველი სამ სამართლიან საფუძველს წარუდგენს მეუფეს შესავედრებლად, რათა მოხედოს, თავისი პირი მისკენ მოაქციოს და მისი ვედრება ისმინოს: მტერთა სიმტკიცესა და ძალას; მანამდე — მათ ამაღლებასა და ქედმაღლობას; მესამედ კი — მათ სიხარულსა და მხიარულებას. თითქოს ამბობს: თუ ჩემი ვედრებისა და ჩემი უბედურების გამო არ მოაქცევ ჩემკენ შენს პირს...