მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 9:8

7. ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.8. და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.9. უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
ფსალმუნები თავი 9
8. და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი“ ().

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,“ ().

1. მადლიერება ჭირში და ღვთის საკვირველებათა თხრობა

ეს ფსალმუნი გრძელია. ესეც სულიწმინდის სიბრძნის ნიშანია. რადგან არც ყველა მოკლე შექმნა და არც ყველა სიგრძეში განავრცო, არამედ წიგნი ზომითაც გაამრავალფეროვნა: სიგრძით უდებებას აღვიძებს, სიმოკლით კი დაღლილობას ასვენებს. „აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,“ (). აღსარების სახე ორგვარია. ან საკუთარი ცოდვების მხილებაა, ან ღმერთისადმი მადლიერება. აქ კი სწორედ მადლიერებას აღნიშნავს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის