...წარკვეთილებას მივეცემით, არამედ საკუთარ თავს ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებს ვუგალობებთ: „ნუ დაცემული არ აღდგების?“ (). და კვლავ: „დღეს თუ ჴმისა მისისა ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას“ (); და ამ აზრებით საკუთარი თავი შევკრათ და ზემოთ ამოვიზიდოთ. „მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ“ (). სხვა თარგმანშია: „მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი“ (), ესე იგი, სწრაფად.
6. ღმრთის ნების სწავლა და ღირსი ვედრება
ხედავ სულს, რომელიც ჭირსა და შფოთშია? რადგან გამოცდის დადგომამდე ამ სულს სურს მოისმინოს, რათა სასოებითა და მოლოდინით გაიმართოს. რასაც ამბობს, ეს არის: აღმადგინე დაპირების საფუძველზე. შემდეგ სათხოვრის მიღების გასამართლებელ საფუძველსაც უმატებს და ამბობს: **„რამეთუ მე შენ გეს...