...არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე“** (). და კვლავ, როცა სხვები მას შურისაკენ აღძრავდნენ და აღშფოთებისაკენ აქეზებდნენ, მან ის ბრძნული სიტყვები წარმოთქვა: „და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად“ ()? ხოლო იმ დისათვის, რომელმაც კვლავ შეურაცხყო იგი, რაოდენ დიდ ვედრებას აღავლენს! და მრავალ სხვა ადგილშიც შეიძლებოდა ვინმეს ენახა მისი სიმშვიდე: როცა აღთქმულ მიწას მოკლებული და პალესტინაში შესვლისაგან შეკავებული იყო, ყოველგვარი ლმობიერებით ესაუბრა იუდეველებს. მაგრამ მაინც ამ მშვიდმა მოსემ ღირსად მიიჩნია, რომ დათანი, აბირონი და კორე, როცა მღვდლობას აუჯანყდნენ, მიწას ჩაენთქა, ხოლო სხვები, როცა უცხო ცეცხლი შესწირეს, დამწვარიყვნენ. და დავითმაც, მშვიდმა, გოლიათი დასცა, ბანაკი უკუაქცია და ძლევა მოიპოვა. რადგან სწორედ ეს არის უმეტესად მშვიდის საქმე: რაც მის წინააღმდეგაა, მიუტევოს, ხოლო უსამართლოდ შევიწროებულნი დაიცვას, როგორც ქრისტემაც გააკეთა....
რიცხვნი 11:29
28. მიუგო იესო ნავეს ძემ, მოსეს მსახურმა, თავისი გულუბრყვილობით, და თქვა: მოსე, ჩემო ბატონო! შეაწყვეტინე!29. უთხრა მოსემ: ხომ არ გშურს ჩემ მაგიერ? ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად! ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს!30. წავიდა მოსე ბანაკში და გაჰყვნენ მას ისრაელის უხუცესები.
რიცხვნი თავი 11