თარგმანი: ზემო მამისათჳს იტყოდა: ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი, და არა წარმართთაჲცა? ხოლო აქა ძისათჳს იტყჳს, ვითარმედ თავადი არს უფალ ყოველთა, რაჲთა შენ გასწავოს, ვითარმედ ზოგად და სწორად შეურაცხიეს სამთადვე: რაჲცა რაჲ თქუას რომლისაცა ერთისა სამთაგანისათჳს, რამეთუ ერთ არს უფლებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ. ვინაჲცა შემდგომი ესე სიტყუაჲ ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: თავადი არს უფალ ყოველთა, რომელი განმდიდრდების ყოველთა მიმართ, რომელნი ხადოდინ მას, რამეთუ ამით აჩუენებს, ვითარმედ ფრიად სწყურის ქრისტესა ცხორებაჲ ჩუენი, და ესოდენ ფრიად, რომელ თჳსად სიმდიდრედ შეჰრაცხს, რაოდენცა მრავალთა ჰრწმენეს მისსა მიმართ და ცხონდენ. ამას რაჲ იტყჳს, ჰურიათა გონებისა სივიწრესა განავრცობს, ვითარმედ: ნუ გეშინინ მისგან, რომელსა თჳსად სიმდიდრედ შეურაცხიეს ცხოვნებაჲ კაცთაჲ; ვითარმცა გარე-მიაქცია ცხოვნებაჲ მრავალთაჲ, არამედ ყოველთა აცხოვნებს, ვიეთნიცა ხადოდინ მას, წინა-მოსწავებისაებრ იოველ წინაჲსწარმეტყუელისა.
რომაელთა მიმართ 10:13
12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.13. რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.14. მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად?
რომაელთა მიმართ თავი 10