თარგმანი: კითხვა-მიგებით ჰყოფს ბრალობასა ჰურიათასა, ვინაჲთგან ზემო იოველისგან შემოღებითა სიტყჳსაჲთა თქუა, ვითარმედ: "ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს". მყის რეცა წინააღმდგომსა შემოიყვანებს მოსაჯულად თჳსსა, ვითარმცა ვინ ეშჯოდა მას ჰურიათათჳს, ვითარმედ შენ იტყჳ,- "ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს"; აწ უკუე ამათ ჰურიათა ვითარ ხადონ მას, რომელი-იგი არა ჰრწამს? ანუ ვითარ ჰრწმენეს, რომლისათჳს არაჲ ასმიეს? ანუ ვინაჲმცა ისმინეს, არა თუ ვინმე უქადაგოს? ანუ ვინ უქადაგოს, უკუეთუ არა მი-ვინმე-ივლინოს მათდა? — ამას ყოველსა კითხვის სახედ წარმოიტყჳს, ვითარცა პირითა წინააღმდგომისაჲთა, და ეგრეთღა დაჰჴსნის მიზეზთა ამათ შემდგომთა სიტყუათა მიერ, ვითარმედ: მიღებულ არს ჰურიათადა ყოველივე მიზეზი ურწმუნოებისაჲ, რომლითა არა ხადეს სახელსა უფლისასა, და თჳთ დააკლნეს თავნი თჳსნი ცხორებისაგან; რამეთუ აჰა ასმიეს მათ ჩუენგან კუალადცა პირველ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ მოსწავებული ქრისტე, ხოლო რამეთუ ჩუენ არა თავით თჳსით ვქადაგებთ, არამედ მოვლინებულ ვართ, ამას ესაიაჲსგან დავამტკიცებ.
რომაელთა მიმართ 10:14
13. რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.14. მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად?15. და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: „რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!“
რომაელთა მიმართ თავი 10