თარგმანი: კუალად იტყჳს, ვითარმედ, დაღაცათუ მრავალთა ვქადაგეთ, თქუას ვინმე: "ნუუკუე ისრაჱლმან ვერ გულისჴმა-ყოა ძალი ქადაგებისაჲ?" არამედ უკუეთუ წარმართთა გულისჴმა-ყვეს, რომელთა პირველ ამისსა არცა ერთი რაჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ ასმიოდა, ჰურიათამცა ვითარ ვერ გულისჴმა-ყვეს, რომელთა პირველად თჳთ შჯულისმდებელმან მათმან მოსე წინამოსწავებით ჰრქუა გალობასა მას შინა მეორისა შჯულისასა, ვითარმედ: "მე გაშურვო თქუენ არა-ნათესავსა მას"; ესე იგი არს, ერსა მას ზედა ესოდენ უგულისჴმოსა, რომელი არცაღა თუ ნათესავად აღრაცხილ არს გარღარეულისა მისთჳს უგულისჴმოებისა და კერპთმსახურებისა, რომელთა მოქცევაჲ მებრ კმა-გეყოფვოდა თქუენ ადგილად გამოძიებისა და უფროჲსღა მაშინ, რაჟამს თქუენ განითხეოდეთ და იგინი შეწყნარებულ იქმნებოდეს. ამით მხოლოდ ჯერ-იყო სინანულად მოქცევაჲ თქუენი, უკუეთუმცა არა ნებსით დაგევიწყა წინამოსწავებაჲ შჯულისმდებელისაჲ.
რომაელთა მიმართ 10:19
18. მაგრამ მე ვამბობ: „ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ.19. კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: „მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ“.20. ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“.
რომაელთა მიმართ თავი 10