მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 10:21

20. ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“.21. ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“.
რომაელთა მიმართ თავი 10
21. ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ“.
თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ისრაჱლისა მიმართ იტყჳს: დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა (10,21).:

თარგმანი: ჵ განცხადებულსაღა შესმენასა ჰურიათასა, რომელ ჰყოფს ჴმამაღალი ესე წინაჲსწარმეტყუელთა შორის! რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "რად არა ჩუენ გუეპოა და გამოგუეცხადა?" — ამისთჳს შეასმენს, ვითარმედ ყოველსავე მას ჟამსა განჴორციელებისა და სოფელსა შინა ქცევისასა, და უფროჲსღა მიერ ეგჳპტით გამოყვანებითგან მათით, რამეთუ ორივე ესე ითქუმის დღედ ყოვლად, მარადის განეპყრნეს ჴელნი მოქენედ და მვედრებელად ერისა მის ურჩისა და მაცილობელისა, რაჲთა ვითარ მოაქცინეს იგინი მისსა; რომელი-ესე პოვნისა და განცხადებისა უზეშთაეს არს, რაჟამს ძრვითა ჴელთაჲთა მოქენე ვინმე იყოს ვისსამე, და იგი ყოვლად არა ისმენდეს მისსა. რამეთუ ესე იყო ღმრთისა მიერ მათდა მიმართ განპყრობაჲ ჴელთაჲ, რაჟამს მარადის ენება შეტკბობაჲ მათი წიაღთა თჳსთა, უკუეთუ ოდენ ისმინონ მისი, მოიქცენ და შეუვრდენ მას.

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ისრაჱლისათჳს ესრეთ იტყჳს: დღესა ყოველსა განვიპყრენ ჴელნი ჩემნი მიმართ ურჩისა და მაცილობელისა (10,21).:

თარგმანი: ეჰა დიდი შესმენაჲ ჰურიათაჲ, რამეთუ, რაჲთა არა იტყოდინ, ვითარმედ — და ჩუენ რად არა გუეპოვა და გამოგუეცხადა, ვინაჲთგან არცა წარმართნი ეძიებდეს და ეპოა მათ? — ამისთჳს გამოაჩინებს, ვითარმედ უმეტესი მათ ზედა ქმნა, რამეთუ განეპყრნეს ჴელნი თჳსნი უფალსა მათდა მიმართ და იგინი არა ისმენდეს მისსა. ხოლო "დღე ყოვლად" იტყჳს ყოველსა მას ჟამსა განკაცებისა მისისასა, გინა თუ ვინაჲთგან ეგჳპტითცა გამოიყვანნა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის