მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 11:19

18. ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ.19. იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო.20. კეთილი, ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.
რომაელთა მიმართ თავი 11
19. იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ სთქუა სამე, ვითარმედ: მოსტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა. კეთილ! (11,19).:

თარგმანი: გამოსახულნი არიან სიტყუანი ესე მოციქულისა მიერ, ვითარცა წარმართთაგანთა მაგიერ, ვითარმცა იტყოდა ვინმე წარმართთაგანი, თუ რაჲსათჳს არა ვიქადდე ამათ ესოდენთა კეთილთა ზედა, რომელნი მომეცნეს. ესენი გარდასტყდეს და მე დავემყენ და მკჳდრ ვიქმენ მამათა მათთა დიდებისა და მათდა მიცემულთა აღთქუმათა; მე, უცხოჲ ესე და არა-ზიარი! ხოლო იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "კეთილ!" ესე იგი არს, ვითარმედ: მაგას კეთილსა და სამართალსა იტყჳ.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სთქუა უკუე: "გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა". კეთილ; იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა. ნუ ჰმადლოი, არამედ გეშინოდენ (11,19-20).:

თარგმანი: რასა-ესე წარმართთა მაგიერ იტყჳს, თჳთვე ეწამების, ვითარმედ: "კეთილ, ეგრეთ არს თქუმული ეგე". ამისსა შემდგომად მიზეზსა იტყჳს მათისაცა განვრდომისა და ჩუენისაცა ცხორებისასა, ვითარმედ: დაღაცათუ სხუაჲ რაჲმე გესმეს მიზეზი, ყოველი მოპოვნებით თქუმულ არს; რამეთუ მათ დაცემა ექმნა ურწმუნოებაჲ, ხოლო ჩუენ აღდგომა — სარწმუნოებაჲ; ამისთჳს ჩუენ გჳჴმს შიში, თავისუფალი ზუაობისაგან, ნუ-სადა კუალად დავეცნეთ, ხოლო მათ — არა წარკუეთაჲ სასოებისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის