მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 11:21

20. კეთილი, ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.21. რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.22. ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები.
რომაელთა მიმართ თავი 11
21. რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ პმაღლოი, არამედ გეშინოდენ! უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუ-უკუე შენცა არა გრიდოს. აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა — სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა — სიტკბოებაჲ (11,20-22).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: იხილე საქმე საკჳრველი, ვითარ ღმერთი ჩუენ კაცთა ნებასა შეუდგს! რამეთუ შენ, წარმართთაგანო, არცა ერთი კეთილი გაქუნდა და ვინაჲთგან ოდენ ნებაჲ კეთილი აჩუენე და გრწმენა, აჩუენა ღმერთმანცა შენ ზედა მიუთხრობელი სიტკბოებაჲ, ვითარცა არს ბუნებით. ხოლო მათი იხილა რაჲ უკეთური ნებაჲ და ამპარტავანებაჲ, აიძულა მისი სიტკბოებაჲ და შეიცვალა სასტიკებად.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე არცა შენ გრიდოს (11,21).:

თარგმანი: განსწავლასა შინა წარმართთასა ზედა-მიწევნით განაქიქებს განსაცდელსა ჰურიათასა, და კუალად, რაჲთა არა შეაწუხნეს წარმართნი, ამისთჳს, ვითარცა იჭჳთ, ეტყჳს მათ მტკიცისა საქმისათჳს: "ნუუკუე არცა შენ გრიდოს".

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის