თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ქადაგებისა მისგან სახარებისა ყოველნი ჰურიანი მტერ და საძულელ არიან თქუენთჳს, ესე იგი არს, ვითარმედ თქუენ ძლით; რამეთუ ესრეთ ბოროტ იქმნნეს, რომელ თქუენ წარმართთა მაგათ, რომელნი უცხო იყვენით ღმრთისაგან, შეიწყნარეთ ქადაგებაჲ ესე, ხოლო მათ არა შეიწყნარეს, და ამის გამო თქუენ ძლით საძულელ არიან ღმრთისა. გარნა რომელნიცა რჩეულ იქმნენ და მოიქცენ მათგანნი ღმრთისა, რჩეულებისა მის გამო და მამათა მათთათჳსცა საყუარელ იქმნენ ღმრთისა და არა უჴსენოს მათ პირველი მათი ურწმუნოებაჲ; ვითარცა-იგი არცა თქუენ გიჴსენა, ეგრეთვე მათ; რამეთუ შეუნანებულ არიან აღთქუმანი და მადლნი ღმრთისანი, რომელნი ქმნნა მათსა ნათესავსა ზედა, უკუეთუ ოდენ მათ ინებონ მოქცევაჲ.
რომაელთა მიმართ 11:29
28. სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის გულისთვის - საყვარელნი მამათა გამო.29. რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა.30. ვინაიდან როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობის გამო,
რომაელთა მიმართ თავი 11