თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ნაკუერცხალი შეჰკრიბო თავსა მისსა", აწ კუალად ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მე ესრეთ ვთქუ, შენდა ნუგეშინის-საცემელად, და ბოროტისმოქმედისა — შიშად, გარნა შენ ნუ იძლევი ბოროტისაგან; რამეთუ, უკუეთუ ბოროტისმყოფელსა შენსა კეთილსა ამით გულისსიტყჳთა უყოფდე, რაჲთამცა ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბე მის ზედა, — არა გიძლევიეს ბოროტისადა, არამედ ძლეულ ხარ მის მიერ. არამედ ყოვლითა გულითა შეუნდვე მას, და ღმრთისაგანცა ითხოე, რაჲთა შეუნდოს, და ესრეთ უყავ კეთილი, და მაშინ სძლო ბოროტსა კეთილითა.
19. თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.20. ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
რომაელთა მიმართ თავი 12