მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 12:4

3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,5. ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.
რომაელთა მიმართ თავი 12
4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მე ვეტყჳ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს გრძნობ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა. ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ. ხოლო მაქუს ჩუენ ნიჭი მადლითა მით ღმრთისაჲთა მოცემულითა ჩუენდა თითოსახედ; გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ სასწაულად სარწმუნოებისა, გინა რომელი მსახურებდეს — მსახურებითა მით; გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს — ნუგეშინის-ცემითა; რომელი მისცემდეს — უხუებით; რომელი წინამძღუარ იყოს — მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს — მხიარულებით, სიყუარულითა შეუორგულებელითა; განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა; ძმათმოყუარებით მოყუარებით ურთიერთას სურვიელად მოყუარე იყვენით; პატივის-ცემასა ერთიერთსა უსწრობდით. მოსწრაფებასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით; სასოებითა გიხაროდენ; ჭირსა დაუთმობდით; ლოცვასა განკრძალულ იყვენით; ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდეთ; უცხოთმოყუარებასა შეუდეგით; აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა (12,3-15).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ნუვინ ზუაობს და შეურაცხიეს თავი თჳსი ბრძენ უფროჲს თჳსისა საზომისა. ნუცა მოიგონებნ საქმეთა, რომელნი ჩუენ არა დაგჳწესებიან. რამეთუ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისა. რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, თქუა რაი, ვითარმედ: ბრძნობდინ სიწმიდესა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ბრძნობდინ სიმდაბლესა შინა. ხოლო სახელ-სდვა სიმდაბლესა სიწმიდე, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ რომელი არა მდაბალ იყოს, მას არცა სიწმიდე აქუს. მოეცემოდეს მაშინ მრავალთა თითოსახენი მადლნი და ვიეთნიმე მათგანნი ზუაობდეს, რომელთა უვაღრესი რაჲმე მადლი აქუნ — ანუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე, — მათ ზედა, რომელთა უდარესნი მადლნი მოეხუნეს; და კუალად, უდარესნი იგი უდიდესთა მათ ეშურებოდეს. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ ნუვინ ბრძნობნ და ზუაობნ უფროჲს წესისა, ნუცა ვინ ეშურებინ მეორესა. არამედ დაჯერებულმცა ხართ ღმრთისა ნიჭთა ზედა, ვითარცა ღმერთმან განუყო თითოეულსა, რამეთუ მან იცის უმჯობესი. ნუცამცა უკუე, რომელსა უდიდესი მადლი აქუს, ზუაობს მას ზედა, რამეთუ ღმრთისა ნიჭი არს, და არა თჳსითა ძალითა მოგებული....

სრულად ნახვა
თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, ეგრეცა ჩუენ ყოველნი ერთგუამ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ (12,4-5).:

მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი (12,1).

თარგმანი: თჳთ მათ მოწყალებათა ღმრთისათა, რომელთა მიერ ვცხონდით, შემოიყვანებს აწ მვედრებელად ჩუენდა. და რაჲთა არა, გუესმეს რაჲ მსხუერპლ ყოფაჲ თავთა ჩუენთაჲ, ვჰგონებდეთ, ვითარმედ გუაწუევს დაკლვასა მათსა, ამისთჳს მყის ზედა-დაჰრთავს "ცხოველსა"; რამეთუ ესრეთ იქმნების წარდგინებაჲ ჴორცთაჲ მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, რ თუალნი კრძალულებით ხედდენ არარას ბოროტსა, არამედ ყოველსავე კეთილსა არიან იგინი შესაწირავ. ხოლო ჴელი რაჟამს არარას იქმოდის უჯეროსა, თჳნიერ კეთილსა და მოწყალებასა, ქმნილ არს იგი ყოვლადდასაწუველ. ხოლო ენაჲ, არა-მეტყუელი უჯეროებისაჲ, არამედ მარადის მზრახვალი შჯულსა უფლისასა, არს იგი მსხუერპლ. ხოლო ყურნი რაჟამს არა განეღებოდინ საეშმაკოთა, არამედ დაუჴშველ იყვნენ საღმრთოთა ზრახვათათჳს, მაშინ არიან იგინი შესაწირავ წმიდა და სათნო ღმრთისა, უფროჲს ჰურიაებრივისა მის დაკლვისა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის