მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 15:16

15. მაგრამ, ცოტა არ იყოს, კადნიერად მოგწერეთ, ძმანო, თითქოს იმისთვის, რომ შემეხსენებინა თქვენთვის იმ მადლით, რომელიც მომეცა ღვთის მიერ,16. რათა ვყოფილიყავი იესო ქრისტეს მსახური წარმართთა შორის და ღვთის სახარების მღვდელმოღვაწე, რომ წარმართთა შენაწირი კეთილსასურველი ყოფილიყო ღვთისათვის, გაწმენდილი სული წმიდის მიერ.17. ამიტომ დიახაც შემიძლია ვიქადოდე ქრისტე იესოში ღვთის წინაშე.
რომაელთა მიმართ თავი 15
16. რათა ვყოფილიყავი იესო ქრისტეს მსახური წარმართთა შორის და ღვთის სახარების მღვდელმოღვაწე, რომ წარმართთა შენაწირი კეთილსასურველი ყოფილიყო ღვთისათვის, გაწმენდილი სული წმიდის მიერ.
თავი ი̂თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუჲსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული ქრისტე იესუჲს მიერ ღმრთისა მიმართ, რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ, დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა, ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რამეთუ მე იერუსალჱმითგან და გარემო, ვიდრე ილჳრიკედმდე აღვასრულე სახარებაჲ ქრისტესი (15,14-19).:

მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული ქრისტე იესუს მიერ ღმრთისა მიმართ, რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ, დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა, ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რამეთუ მე იერუსალჱმითგან და გარემო, ვიდრე ილჳრიკედმდე აღვასრულე სახარებაჲ ქრისტესი (15,14-19).

თარგმანი: ვინაჲთგან მრავალთა საქმეთათჳს ამხილა და აბრალა, აწ მცირედ ახარებს სიტყჳთა, ვითარმედ: მრწამს და ვიცი, რამეთუ სავსე ხართ ყოველთა კეთილითა და სიბრძნითა. გარნა მეცა, ვინაჲთგან მოციქულად წარმართთა...

სრულად ნახვა
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყო მე მსახურ იესუ ქრისტესსა წარმართთა მიმართ (15,16).:

თარგმანი: კუალად დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, ვითარმედ არა ხოლო სიტყუასა მოძღურებისასა, არამედ ვერცაღა მოჴსენებისასა კადნიერ-ვიქმნებოდე მოწერად, არათუმცა წარმართთა მიმართი სახარებაჲ რწმუნებულ იყო ჩემდა იესუ ქრისტეს მიერ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის