თარგმანი: ვინაჲთგან დასაბამსავე ებისტოლისასა მიუწერა, ვითარმედ: "მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე", აწ მიზეზსა მიუწერს, ვითარმედ ამის მიზეზისათჳს დავეყენე, რამეთუ იერუსალჱმით არა მართლ, არამედ გარე-მოვლით უმრავლესთა თესლთა მიმართ ვქადაგებდ, რამეთუ უკუეთუმცა იყო თუალთ-ღება ღმრთისა თანა სიდიდისათჳს და სიმცროჲსა ნათესავთაჲსა, უპირატეს თქუენდა მიჴმდა მოსლვაჲ, ვინაჲთგან სამეუფო არს ქალაქი თქუენი, არამედ მართლმსაჯულმან უფალმან ესრეთ მიბრძანა, რაჲთა გარე-მოვლით მგზავრ მოვიდოდი და ყოველთა სწორად უქადაგებდე, ვიეთცა დავემთხუეოდი. ამისთჳს დამეყოვნა მოსლვად თქუენდა.
რომაელთა მიმართ 15:22
21. არამედ, როგორც დაიწერა: „ვისაც არ უწყებია, ისინი იხილავენ, და ვისაც არ სმენია, ისინი შეისმენენ“.22. სწორედ ამან მრავალგზის შემიშალა ხელი თქვენთან მოსვლაში.23. ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და დიდი ხანია მსურს თქვენთან მოსვლა,
რომაელთა მიმართ თავი 15