თარგმანი: ჰხედავა, ვითარ თავისუფალ არიან მლიქნელობისაგან სიტყუანი ესე მოციქულისანი, ვითარმედ: აწღა მოვალ, ოდეს ყოველი ამიერ კერძოჲ საქმე სრულ-მიქმნია. ამისსა შემდგომად მცირედ დაჰრთო სიტყუაჲ სურვისაჲ, ვითარმედ: "მსურის". გარნა კუალად წარრღუნა იგიცა, ვითარმედ: არა ამისთჳს მოვალ, რამეთუ მცალს; არამედ რაჲთა აღმივსო მრავლით წლითგანი სურვილი ჩემი.
რომაელთა მიმართ 15:23
22. სწორედ ამან მრავალგზის შემიშალა ხელი თქვენთან მოსვლაში.23. ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და დიდი ხანია მსურს თქვენთან მოსვლა,24. ამიტომ, როგორც კი ესპანეთს გავემგზავრები, თქვენთანაც მოვალ, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გზად მიმავალი გიხილავთ და კიდეც გამაცილებთ, მას შემდეგ, რაც ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
რომაელთა მიმართ თავი 15