თარგმანი: რაჲთა არა თქუან ჰრომთა, ვითარმედ: "ნართაულად და თანა-წარსავალად გზისა შეურაცხიეს ხილვაჲ ჩუენი", ამისთჳს დაჰრთო მოციქულმან სიტყუაჲ სიყუარულისაჲ, ვითარმედ: "თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ", და არავე კმა-იყოფს ამას, არამედ შესძინებს, ვითარმედ: "ესე მაშინ, რაჟამს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, პირველად თქუენ მიერ ზოგს-რაჲმე აღვივსო; რამეთუ სრულიადი აღვსებაჲ აღმოგდებისა მიზეზ არს, ამისთჳს ზოგს-რაჲმე აღვსებასა იტყჳს, რომელი-ესე მამასა და მოძღუარსა თჳს-ეყვის, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ვერ რომელი ჟამი კმა-მეყოფის მე სრულიად აღვსებად სიყუარულისაგან თქუენისა.
რომაელთა მიმართ 15:24
23. ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და დიდი ხანია მსურს თქვენთან მოსვლა,24. ამიტომ, როგორც კი ესპანეთს გავემგზავრები, თქვენთანაც მოვალ, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გზად მიმავალი გიხილავთ და კიდეც გამაცილებთ, მას შემდეგ, რაც ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.25. ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად.
რომაელთა მიმართ თავი 15