მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 15:26

25. ჯერჯერობით კი იერუსალიმს მივდივარ წმიდათა სამსახურად.26. ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს.27. ინებეს და მართებთ კიდეც, რადგან თუ წარმართნი სულიერად მათი თანაზიარნი გახდნენ, თავიანთი მხრივ, მოვალენი არიან ხორციელად დაეხმარონ მათ.
რომაელთა მიმართ თავი 15
26. ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს შემწეობა აღმოეჩინათ უპოვარ წმიდათათვის, რომელნიც არიან იერუსალიმს.
თავი ი̂თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო აწ ესერა აღვალ იერუსალჱმად მსახურებად წმიდათა, რამეთუ ჯერ-იჩინა მაკედონიამან და აქაიამან ზიარება რაჲსმე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს. ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა (15,25-27).:

მოციქულისაჲ: მრწამს მეცა, ძმანო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და სრულ ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ხართ სხუათაცა სწავლად, ხოლო უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე-ცა მოგაჴსენებ თქუენ მადლითა მით ღმრთისაჲთა, რომელ მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ, რაჲთა ვიყო მე მსახურ ქრისტე იესუსაწარმართთა მიმართ მღდელობის მოღუაწე სახარებასა მას ღმრთისასა, რაჲთა იყოს მსხუერპლი იგი წარმართთაჲ შეწირულ და წმიდა სულითა წმიდითა. მაქუს სიქადული ქრისტე იესუს მიერ ღმრთისა მიმართ, რამეთუ არა ვიკადრო რაჲსამე სიტყუად, რომელი-იგი არა ქმნა ქრისტემან ჩემ მიერ, დასამორჩილებელად წარმართთა სიტყჳთა და საქმითა, ძალითა სასწაულებისა და ნიშებისაჲთა, ძალითა სულისა ღმრთისაჲთა, რამეთუ მე იერუსალჱმითგან და გარემო, ვიდრე ილჳრიკედმდე აღვასრულე სახარებაჲ ქრისტესი (15,14-19).

თარგმანი: ვინაჲთგან მრავალთა საქმეთათჳს ამხილა და აბრალა, აწ მცირედ ახარებს სიტყჳთა, ვითარმედ: მრწამს და ვიცი, რამეთუ სავსე ხართ ყოველთა კეთილითა და სიბრძნითა. გარნა მეცა, ვინაჲთგან მოციქულად წარმართთა...

სრულად ნახვა
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ჯერ-იჩინეს მაკედონიამან და აქაიამან ზიარებისა რაჲსამე ყოფად გლახაკთა მათთჳს წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს (15,26).:

მოციქულისაჲ: უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ (15,15).

თარგმანი: რაჲთა არა მიმყოვრებულითა მხილებითა განაკრთვნეს იგინი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ უმეტეს კადნიერ ყოფასა სწამებდეთ თქუმულთა ჩემთა, არამედ ცანთ, ვითარმედ არავე სრულებით, არამედ ზოგებით-რე მიმხილებიეს თქუენდა; არა სამოძღურებელითა სიტყჳთა, არამედ მოსაჴსენებელითა ოდენ. და ესეცა არა თავით თჳსით მიქმნიეს, არამედ მადლითა მით, რომელი ღმრთისა მიერ მომეცა მე.

მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყო მე მსახურ იესუ ქრისტესსა წარმართთა მიმართ (15,16).

თარგმანი: კუალად დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, ვითარმედ არა ხოლო სიტყუასა მოძღურებისასა, არამედ ვერცაღა მოჴსენებისასა კადნიერ-ვიქმნებოდე მოწერად, არათუმცა წარმართთა მიმართი სახარებაჲ რწმუნებულ იყო ჩემდა იესუ ქრისტეს მიერ.

მოციქულისაჲ: მღდელობის მოღუაწე სახარებისა მის ღმრთისა (15,16).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ნაცვალად მღდელობის მოღუაწისა ესრეთ ითქუმოდის, ვითარმედ მემსხუერპლე სახარებისა მის ღმრთისა; ესე იგი არს, ვითარმედ: სხუათა - სხუაჲ, და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის