მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 15:29

28. ამას რომ მოვრჩები და ჩავაბარებ მათი გულმოდგინების ნაყოფს, თქვენც გინახულებთ, მერე კი ესპანეთს გავემგზავრები.29. ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას ქრისტეს სახარების სრული კურთხევით მოვალ.30. თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ.
რომაელთა მიმართ თავი 15
29. ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას ქრისტეს სახარების სრული კურთხევით მოვალ.
თავი ი̂თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სულიერთა მათ მათთა ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც ჴორციელითაცა მსახურებად მათდა. ესე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად. ხოლო ესე უწყი, ვითარმედ, მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესისაჲთა მოვიდე. გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანამოღუაწე მექმნენით მე ლოცვითა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს, და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ, რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა (15,27-32).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ იერუსალჱმს გამოჩნდა პირველად სარწმუნოებაჲ და ზიარ მისა იქმნეს წარმართნიცა, და ამისთჳს თანა-აც, რაჲთა ამათცა ჴორციელად ჰმსახურონ მუნ მყოფთა მათ წმიდათა, ვითარცა ამათ მათ მიერ მოიღეს სარწმუნოებისა ქადაგებაჲ.

თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე (15,29).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მოვიდე თქუენდა, უწყი, ვითარმედ გპოვნე აღსავსედ ყოვლითა კეთილითა, რამეთუ სავსებაჲ კურთხევისაჲ სახარებისა ქრისტესისაჲ —უნალოებასა ყოველთა კეთილთაგან მოასწავებს.

ჳკუმენისი: გინა თუ ესრეთცა, ვითარმედ უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, აღმავსებელ ვექმნე სულთა თქუენთა ყოვლითა კეთილითა სარწმუნოებისა ქრისტესითა და საქმეთა კეთილთაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის