თარგმანი: ორნი ესენი არიან მიზეზ მხიარულებით მოქცევისა მისისა, რაჲთა განერეს ურჩთა მათგან, და რაჲთა შეწყნარებულ იქმნას ძღუენი მისი, და კუალად, ნებასავე ღმრთისასა დამოჰკიდებს ჰრომედ წარსლვასა მისსა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მისი, ვითარ არა ეტყჳს მათ, ვითარმედ: "მოვიდე და გასწავო ანუ გმოძღურიდე", არამედ —თქუენ თანა განვისუენოო, ესე იგი არს, ზოგად ვიშუებდეთ; თქუენ ჩემ თანა, მოძღურებითა ჩემითა; და მე — თქუენ თანა, მოღებითა სარწმუნოებისაჲთა.
31. რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში, და ჩემი მსახურება იერუსალემისათვის კეთილად შეიწყნარონ წმიდათ.32. რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან.33. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.
რომაელთა მიმართ თავი 15