მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 15:5

4. ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს.5. მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ.6. რათა ერთსულოვნად და ერთხმად ადიდებდეთ ღმერთსა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას.
რომაელთა მიმართ თავი 15
5. მოთმინებისა და ნუგეშის ცემის ღმერთმა კი, დაე, ერთსულოვნად გამყოფოთ ქრისტე იესოს მიერ.
თავი ი̂ჱ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან მოთმინებისა და ნუგეშინისცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა. ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებელად ღმრთისა. რამეთუ ვიტყჳ ქრისტესა მსახურ-ყოფილსა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა, რაჲთა მტკიცე იყოს აღთქუმაჲ იგი მამათაჲ (15,5-8).:

მოციქულისაჲ: თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებანი იგი ტჳრთვად უსუსურთანი, და თავთა თჳსთა სათნო-ყოფად კაცად-კაცადი ჩუენი, არამედ მოყუასსაცა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად, რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,1-3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე ქრისტესა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო. არცამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა თჳსსა ოდენ ეძიებდა. არამედ თჳსი საქმე უგულებელს-ყო, და ჩუენი მოიძია, და ამისთჳს იგინა და იგუემა, და მრავალთა შორის ვითარცა ბოროტისმოქმედი შეირაცხა ჩუენთჳს, და ჩუენთჳს ესე ყოველი თავს-იდვა. ეგრეთვე ჩუენცა, ნუმცა მარადის ჩუენსა ვეძიებთ, არამედ მოყუასსაცა სათნო-ვეყუნეთ კეთილსა ზედა და ნუ ბოროტსა, რამეთუ იქმნების ბოროტსაცა ზედა სათნოყოფაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წერილ არს, ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა, რამეთუ რავდენნი-იგი წინაჲსწარ დაიწერნეს, ჩუენდა სამოძღურებელად წანაჲსწარ დაიწერნეს, რაჲთა მოთმინებითა და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს (15,3-4).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ქრისტეს მაგიერ არს მამისა მიმართ, ვითარმედ: არარაჲ...

სრულად ნახვა
თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინის-ცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტეს იესუჲს მიერ (15,5).:

თარგმანი: აჰა ესერა გჳჩუენებს, ვითარმედ შემდგომად მოძღურებისა და ნუგეშინის-ცემისა ლოცვაჲ საჴმრ არს ჩუენდა, რაჲთა მის მიერ მოწოდებულ იქმნეს ჩუენ ზედა წყალობაჲ ღ, ვითარ-ესე აწ თჳთ მოციქული გულოცავს ურთიერთას სიყუარულისათჳს, არამედ ვინაჲთგან იქმნების ბოროტსაცა ზედა სიყუარული, ამისთჳსცა განსაქარვებელად მისსა დაჰრთავს სიყუარულსა მას ქრისტეს მიერსა, რამეთუ იგი ოდენ სიყუარული საქებელ არს, რომელი იყოს ქრისტესთჳს და ქრისტეს მიერ, რაჲთა ზოგად ყოველთა მიერ, ვითარცა ერთითა პირითა, იდიდებოდის ღმერთი; ვინაჲთგან ესე არს შესაძინელი მისვე ურთიერთას ზრახვისაჲ, რომელ არს ერთზრახვაობაჲ, რაჲთა ერთჴმა ვიყვნეთ ყოველნი დიდებად ღმრთისა.

სააღდგომო ეპისტოლე 2003 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს::

...რეალობად იქცევა.

ამ ეპისტოლეს მინდა ვუწოდო „იმედი, - შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად“ და პავლე მოციქულის სიტყვებით დაგლოცოთ: „დაე, მოგეცეთ იმის ნიჭი, რომ ერთმანეთს შორის თანამოაზრენი იყოთ ქრისტე იესოს მიერ, რათა ერთსულოვნად ადიდებდეთ ღმერთს ... შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ თქვენ“ ().

მაშ, მიენდეთ უფალს და მისი შეწევნით ისწავლეთ პრობლემების დაძლევა.

ცხადია, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მომავალ თაობას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას რთული გზა აქვს გასავლელი. გეოპოლიტიკური მდებარეობა საქართველოსთვის დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ კვეთს ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზები. აქ გადიოდა და კვლავაც იწყებს ფუნქციონირებას დიდი აბრეშუმის გზა. ამ მიწასთან არის დაკავშირებული მრავალი დიდი და პატარა ქვეყნის ინტერესი. ამიტომაც მუდმივად ვიდექით არჩევნის წინაშე და გადარჩენისა და განვითარებისთვის ვეძებდით საშუალებებს. ჩვენი კულტურა ევროპისა და აზიის კულტურული მემკვიდრეობის ჩვენეული აღქმაა და არა მექანიკურად გამეორება სხვათა ნააზრევისა. ამიტომაცაა იგი ძვირფასი. ამიტომაც შევიტანეთ ჩვენ ღირსეული წვლილი მსოფლიოს კულტურულ საგანძურში. მრავალფეროვნება ჩვენს თვისებად იქცა;...

სრულად ნახვა