მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 16:1

1. წარმოგიდგენთ ჩვენს დას - ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს,2. რათა შეიწყნაროთ იგი უფლის მიერ, როგორც შეჰფერის წმიდათ, და შეეწიოთ ყველაფერში, რაც შეიძლება თქვენგან დასჭირდეს, ვინაიდან თვითონაც ბევრს შეეწია და, მათ შორის, მეც.
რომაელთა მიმართ თავი 16
1. წარმოგიდგენთ ჩვენს დას - ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს,
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩუენსა, რომელ-იგი არს მსახურ ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა, რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა, და თანა-დაუდგეთ მას, რომელიცა რაჲმე საქმე უჴმდეს თქუენგანი და რამეთუ იგიცა მრავალთა თანამდგომ ექმნა და თჳთ მეცა (16,1-2).:

თარგმანი: იხილე, თუ სადა აღიყვანა ქებაჲ მისი, რამეთუ დად უწოდა, რომლისასა რაჲმცა უდიდებულეს იყო დად პავლესსა სახელ-დებასა! ამისსა შემდგომად მრჩობლ ყო მიზეზი ღირსებისა მისისაჲ, რაჲთა უფლისათჳს შეიწყნარონ, და ვითარცა წმიდაჲ, ეგრეთ შეიწყნარონ. ამას თანა არავე დაუმძიმებს მათ, რაჲთამცა ჰრქუა, ვითარმედ: "გამოიჴსენით ჭირისაგან", არამედ "თანა-უდეგითო, რაჲცა რაჲმე უჴმდეს, და ჴელი აღუპყართ". და ესეცა დიდი ქებაჲ არს, რომელ სხუათა თანამდგომ იყო იგი. ხოლო თავი შესხმათა მისთაჲ, —რამეთუ თჳთ მასცა თანამდგომ ექმნა მოციქულსა და ქადაგსა და მოძღუარსა ყოვლისა სოფლისასა. და ჭეშმარიტად ნეტარ არს იგი, რომელმან შეუძლო განსუენებად და მსახურებად წმიდასა მას სულსა პავლესსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის