მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 16:18

17. შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი.18. რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.19. თქვგნი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენს გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის.
რომაელთა მიმართ თავი 16
18. რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და განეშორენით მათგან, რამეთუ ეგევითარნი იგი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳსსა მუცელსა (16,17-18).:

თარგმანი: ყოველნივე წვალებანი და შებრკოლებანი მონებითა ვნებათა და მუცლისაჲთა შემოჴდეს სოფლად, ვინაჲცა საგონებელ არს, ვითარმედ ჰურიათაგანნი იყვნეს ესევითარნი იგი კაცნი; რამეთუ მარადის მუცლისა მონად და ნაყროვნად ჰურიანი შეისმინებიან.

თავი კ შეგვედრებ თქუენ ფიბეს, დასა ჩემსა, რომელი-იგი არს მსახური ეკლესიისა მის კენქრელთაჲსა, რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა, და თანა-დაუდგეთ მას, საქმე თუ რაჲმე უჴმდეს, რამეთუ იგიცა მრავალთა თანადამდგომ ექმნა და თჳთ მეცა (15, 32-33; 16, 1-2).
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ამპლიას, საყუარელსა ჩემსა ქრისტეს მიერ; კითხვაჲ არქუთ ორბანოს, თანაშემწესა ჩემსა ქრისტეს მიერ, და სტაქჳს, საყუარელსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ აპელეს, რჩეულსა ქრისტეს მიერ. კითხვაჲ არქუთ არისტოვულესგანთა მათ. კითხვაჲ არქუთ ეროდიანეს, ნათესავსა ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ნარკისესგანთა მათ უფლისა მიერ. კითხვაჲ არქუთ და ტრჳფოსას, რომელნი მაშურალ არიან უფლისა მიმართ. კითხვაჲ არქუთ პერსიდას საყუარელსა, რომელი ფრიად მაშურალ არს უფლისა მიმართ. კითხვაჲ არქუთ რუფოს, რჩეულსა უფლისა მიერ, და დედასაცა მისსა და ჩემსა. კითხვაჲ არქუთ ასჳნკრიტეს, ფლეგონს, ერმეს, პატროვას, ერმას და მათ თანათა მათ ძმათა. კითხვაჲ არქუთ ფილოლოღოს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ქრისტესნი, გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი-იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მოძღურებისა მის, რომელი-იგი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან, რამეთუ ეგევითართა მათ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონიან, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნნიან გულნი უმანკოთანი. ხოლო თქუენი ეგე მორჩილებაჲ ყოველთა მიმართ განთქუმულ იყავნ. მიხარის თქუენთჳს. მნებავს უკუე თქუენი, რაჲთა ბრძენ იყვნეთ კეთილისათჳს და უმანკო ბოროტისათჳს. ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ. გიკითხავს თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი, და ლუკა და იასონ და სოსიპატროს, თანაშემწენი ჩემნი. გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ. გიკითხავს თქუენ გაიოს, მოსტუმრე ჩემი და ყოველთა ეკლესიათაჲ. გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ და კუარტოს, ძმაჲ ჩემი. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა, ამენ (16,8-24).:

ესე ებისტოლე მიუწერა კორინთით და წარსცა ფიბეს მიერ, მსახურისა კენქრელთა ეკლესიისა. არს ამას შინა ბერძულითა ფილაფოზთა სათუალავითა მუჴლი ՙჩ̂კ.

სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო ეკკლესიაში 1876 წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

გლოცავთ თქვენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღვრებისა, რომელი თქვენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან, რამეთუ ეგე- ვითარნი იგი უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თვისსა მუცელსა და ტკბილად მეტყველებითა მით და კურთხევითა აცთუნიან გულნი უმანკოთანი (რომაელთა 16, 17-18).

ეს სიტყვები, ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო არიან წმიდისა პავლე მოციქულისა, და წაკითხულ იქნენ წასულ კვირასა მართლ-მადიდებლობისა წესის აღსრულებასა ზედა. განგებ გამოარჩია წმინდამან ეკკლესიამან ეს სიტყვები, რომელთა შინა მოციქული პავლე გვაფრთხილებს ჩვენ, კაცთა მაცთურთ და საღმრთოისა სჯულისა წინააღმდეგის მეტყველთაგან, - წარსაკითხავად მართლ-მადიდებლობის წესის აღსრულებასა ზედა, ვინაიდგან თვით იგი წესი არის დანიშნული წმიდისა ეკკლესიისაგან ჩვენდა გასაფრთხილებლად და სასწავლებლად, რათა არა შევიწყნარებდეთ სიტყვათა მათთა, რომელნი არიან წინააღმდეგნი საღვთოისა სჯულისა, ქრისტე იესოს მიერ მოცემულისა და მისთა მოციქულთა მიერ ქადაგებულისა.

მაცთურნი, საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და შფოთისა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის