მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 2:23

22. ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ?23. რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?24. ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.
რომაელთა მიმართ თავი 2
23. რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?
სასჯელისათჳს შჯულისა გარდამავალთა მათ ჰურიათაჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ (2,23).:

თარგმანი: იქადიო შჯულითა და იტყჳ თუ — ჩუენ პატივ-გუცა ღმერთმან უფროჲს ყოველთასა და მოგუცა შჯული; ხოლო ვინაჲთგან შჯულისათჳს იქადი, რად გარდააჰჴდები სიტყუათა მისთა, და შმურაცხ-ჰყოფ ღმერთსა მისითა გარდასლვითა?

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ცოდვილი მოძღვრის მხილება და სასჯელი:

...იპარავ;“** (). „რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ;“ (). „რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?“ (). ამიტომ საკუთარ თავზეც ამბობდა, რომ ეშინოდა: „ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.“ () ამით იგი ამხობდა მათ ამპარტავნებას, ვინც სიტყვის სწავლებას დიდ რამედ მიიჩნევს, თვითონ კი სათნოებისგან დაცარიელებულია.

ამ სიტყვას იგი სხვაგვარადაც იყენებს, როცა იუდეველებს მიმართავს და ამბობს: „რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან:“ (). და კვლავ: „რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ.“ ()....

სრულად ნახვა