მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 2:28

27. ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ?28. ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იუდეველი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი.29. არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინადაცვეთაც ისაა, რაც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ ღვთისაგან.
რომაელთა მიმართ თავი 2
28. ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იუდეველი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი.
პირი მესამე ჭეშმარიტისა მის ჰურიებისა და წინადაცუეთილებისათჳს
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ჴორცითა წინადაცუეთილ (2,28).:

თარგმანი: ამის სიტყჳთა გამოაჩინა, ვითარმედ ჴორციელი ყოველივე დაცხრომილ არს და უჴმარ-ქმნილ არს — წინადაცუეთაჲცა და ჰურიათა შჯული; და აწ ჭეშმარიტებაჲ შემოსრულ არს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის