თარგმანი: უჩუენა მათ, ვითარმედ არარაჲ სარგებელ ეყოფვის შჯულისაგან, და მოიყვანნა სურვილად, თუ ვითარ ცხოვნდენ. და აწ უჩუენებს მათ ქრისტეს სარწმუნოებასა და ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ იტყჳთ თუ — ვინაჲთგან შჯულითა ვერ ვცხონდებით, თჳნიერ შჯულისა ვითარ ვცხონდეთ, — მე გითხრა: სიმართლითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი თჳნიერ შჯულისა მოგუეცა, რამეთუ, ვინაჲთგან ღმერთი არს მომცემელ, ნუღარა იჭუეულ ხარ, ჵ კაცო.
რომაელთა მიმართ 3:21
20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა.21. ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული,22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება,
რომაელთა მიმართ თავი 3