თარგმანი: რამეთუ სასწაული მისისა მის სიმართლისაჲ ესე არსო, რომელ მომკუდარნი იგი ცოდვითა, განგუამართლნა; და მერმე განადიდებს ცოდვასა კაცთასა, ვითარმედ: "ცოდვათა მათო, სულგრძელებასა შინა ღმრთისასა ქმნილთა". ხოლო რაჲ არს ესე? — გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ: რაჟამს ჯერ-იყო სინანული, მოგუეცა რაჲ სულგრძელებაჲ ღმრთისა მიერ, და ჟამი სინანულისაჲ, მაშინ ვცოდეთ და ჟამი იგი სულგრძელებისა ღმრთისაჲ გარდავჰჴადეთ ცოდვასა შინა, რომელ-ესე უმეტესისა ტანჯვისა ღირს არს, და რომელთა-ესე ესრეთ შეუნდობელად გუეცოდა, მოგჳტევნა ცოდვანი იგი ბოროტნი, სულგრძელებასა შინა ღმრთისასა ქმნილნი, და გუაცხოვნებს სარწმუნოებითა.
რომაელთა მიმართ 3:26
25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,26. რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.27. მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.
რომაელთა მიმართ თავი 3