თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არათუმცა რომელნი ჰურიათაგან არიან, მათ ოდენ განამართლებდა; რამეთუ, უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, არღარამცა ყოველთა ღმერთ ეწოდებოდა, არამედ ჰურიათა ოდენ. ხოლო აწ არა ესრეთ არს, არამედ ყოველთავე მორწმუნეთა, გინა თუ ჰურიანი იყვნენ, გინა თუ წარმართნი, სწორად განამართლებს.
რომაელთა მიმართ 3:29
28. რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც.30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით.
რომაელთა მიმართ თავი 3