თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: გინა თუ ჰურიანი იყვნენ, გინა თუ წარმართნი და ენებოს პოვნაჲ სიმართლისაჲ, სარწმუნოებითა ქრისტესითა პოვონ, თუ არა, თჳნიერ სარწმუნოებისა ქრისტესისა სიმართლისა პოვნაჲ არა იქმნების.
29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც.30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით.31. მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.
რომაელთა მიმართ თავი 3