თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას თუ — და რაჲ სარგებელ იქმნა შჯულისა მოცემისაგან, ვინაჲთგან მრავალნი ურწმუნო იქმნეს? — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: და რაჲ არს, ურწმუნო თუ ვინმე ექმნნეს! ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲ ბრალი არს ამას შინა ღმრთისაჲ, უკუეთუ თქუენ ურწმუნო ექმნენით! რამეთუ არა თუ ღმერთსა ჭირი რაჲმე აქუნდა, რაჲთამცა იძულებით გაცხოვნნა. ანუ ჰგონებთ თუ — ვინაჲთგან თქუენ ურწმუნო იქმნენით, თუმცა თქუენმან ურწმუნოებამან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვაა? ესე იგი არს, ვითარმედ: ქველისმოქმედებაჲ ღმრთისაჲ (რამეთუ მას იტყჳს "სარწმუნოებად") ამაოდმცა გამოაჩინესა? — ნუ იყოფინ! რამეთუ, დაღაცათუ მათ არა ინებეს ცხორებაჲ, არამედ ღმერთმან თჳთ ყოველივე აღასრულა.
3. მერედა რა? თუ ზოგიერთს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააქარწყლებს ღვთის სარწმუნოებას?4. არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.
რომაელთა მიმართ თავი 3