მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 3:8

7. მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი?8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?9. მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ.
რომაელთა მიმართ თავი 3
8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?
პირი მესამე ჭეშმარიტისა მის ჰურიებისა და წინადაცუეთილებისათჳს
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲსაღა-მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები? და არა ვითარცა ვიგმობვით (3,7-8).:

თარგმანი: რამეთუ რაჲსა ვისჯებითო, ვითარცა ცოდვილნი, უკუეთუ მიზეზ ძლევისა ვექმნებით ღმერთსა; რამეთუ ამას ყოველსა მათისა სიტყჳსა წინააღმდგომად იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ, ვითარ იტყჳთ, ჩუენ ვართ მიზეზნი მისისა ძლევისანი, რადღა-მცა ვისაჯებოდეთ ვითარცა ცოდვილნი, უკუეთუმცა ესრეთ იყო. ანუ რადღა იქმნების ჩუენ ზედა ცოდვილთა, ვითარცა-იგი ვიგმობვით ჩუენ ქრისტიანენი; ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარ-იგი მრავალთა ჰგონიეს თუ ვიტყჳთ და გუგმობენ და გუეკიცხევენ და გუწამებენ თუ ვიტყჳთო, ვითარმედ ღმერთმან კეთილი მოგუაგოს ვითარცა მიზეზ-ქმნილთა მისისა ძლევისათა, ბოროტთა საქმეთა მიერ, რომელნი ვქმნენით.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის