მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 3:9

8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?9. მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ.10. როგორც დაწერილია: არავინაა მართალი.
რომაელთა მიმართ თავი 3
9. მერედა, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი. ვინაიდან უკვე დავამტკიცე, რომ ყველანი, იუდეველებიცა და ბერძნებიც, ცოდვის ქვეშა ვართ.
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? წინა-მე-ვჰმატთაა? — არა სამე (3,9).:

თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: რაჲ-მე უმეტეს არს ჰურიისა და მიუგო, ვითარმედ: ჰე, ესე უმეტეს არს, რომელ შჯული მოიღეს ღმრთისა მიერ. ხოლო აქა კუალად იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მოეცა შჯული, ვინაჲთგან გარდაჰჴდეს, არარაჲ აქუს უმეტესი, არამედ უდარესცა არიან, რამეთუ გულისჴმის-ყოფით ცოდვიდეს, რომელ-იგი უძჳრეს არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რასა იტყჳთ; რაჲ უმეტესი გაქუს ჰურიათა წარმართთასა, ანუ რაჲთა ვჰმატთ? — არარაჲთაო; რამეთუ ყოველნი ცოდვასა ქუეშე ვიქმნენით, ჰურიანიცა და წარმართნი.

თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).

თარგმანი: ვინაჲთგან ორკერძოვე აბრალა ჰურიათა და წარმართთა, აწ შეუდგენს, ვითარმედ არარაჲთ ვჰმატთ ჩუენ მათ, რომელნი-იგი ბრა ვყვენით. არცა რას სხუასა ვიტყჳთ უმეტეს მათსა ქონებასა, თჳნიერ სარწმუნოებისა, რომელი-იგი მადლით განმამართლებს ჩუენ, და არა საქმეთაგან. ხოლო ვინაჲთგან ენება დ<span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის