თარგმანი: ამით დაამტკიცებს, ვითარმედ დავითის მიერ თქუმული ესე ნეტარებაჲ წინადაუცუეთილებასა შეეტყუების უფროჲს, ვიდრე არა წინადაცუეთილებასა, რამეთუ წინადაცუეთაჲ საქმე არს, ხოლო იგი თჳნიერ საქმეთა მისცემს ნეტარებასა მას, ვინაჲცა აბრაჰამ პირველ წინადაცუეთისა მიიღო სარწმუნოებისა მიერ სიმართლე. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ვინაჲთგან თჳთ მას სარწმუნოებისა მიერ განმართლებულსა საჭიროდ თანა-ედვა შემდგომად განმართლებისა წინადაცუეთაჲ, ამისთჳს თანა-აც აწინდელთაცა მორწმუნეთა, შემდგომად ქრისტეს [მიერისა განმართლებისა წინადაცუეთაჲ. იტყჳს მოციქული, ვითარმედ არარად სხუად, ... არამედ, რეცა აღსანიშნველად მიეცა აბრაჰამს წინადაცუეთაჲ სამთა ამათ მიზეზთათჳს: რაჲთა სასწაულ იყოს სარწმუნოებისა და სახე მოქალაქობისა წმიდისა და განკრძალულისა და საცნაურ-მყოფელ აბრამმანისა ნათესავისა. ხოლო მიეცა არა ვითარცა მომატყუებელი სიმართლისაჲ, არამედ ვითარცა ბეჭედი და სასწაული სარწმუნოებითისა განმართლებისაჲ. ვინაჲცა აწ ქრისტეს მიერ განმართლებულნი არღარა მოქენე არიან წინადაცუეთისა, რაჟამს ნათელ-იღონ...
რომაელთა მიმართ 4:10
9. მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა.10. როდის შეერაცხა? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს.11. და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ;
რომაელთა მიმართ თავი 4